პარალიმპიური თამაშების პირველი ქართველი გამარჯვებულის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ზვიად გოგოჭური ტატამზე დაბრუნდა.
ზვიადმა სამივე შერკინება თბილისის მსოფლიო თასზე სუფთად მოიგო, ფინალში კი მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი და პარიზი2024-ის ვერცხლის მედალოსანი ფრანგი ელიოს ლატშუმანაია უშანსოდ დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
"ზვიადის მიზანი ლოს ანჯელესის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მოგებაა, რაშიც მას ჩვენი და ქართველი გულშემატკივრის სრული მხარდაჭერა ექნება" - წერს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახური.