'კოსტა-რიკას გოლის შემდეგ ესპანეთი ისე აღარ გვიტევდა' - უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი გულშინდელ შეხვედრაში? » სპორტის ხაზი

'კოსტა-რიკას გოლის შემდეგ ესპანეთი ისე აღარ გვიტევდა' - უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი გულშინდელ შეხვედრაში?

'კოსტა-რიკას გოლის შემდეგ ესპანეთი ისე აღარ გვიტევდა' - უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი გულშინდელ შეხვედრაში?
2-12-2022, 15:24
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა - იაპონია, რომელმაც ესპანეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ესპანეთი, რომელმაც ამ მარცხით გერმანია ჯგუფში ჩატოვა.

ესპანეთი იაპონიის შეხვედრაში აზიელების მიერ გატანილი მეორე გოლის დროს იყო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, გადაკვეთა თუ არა ბურთმა მოედნის ფარგლები და დამსახურებულად მოიგო თუ არა იაპონიამ აღნიშნული შეხვედრა. მართალია ეს გოლი VAR-ზე გადამოწმდა და საბოლოოდ ჩაითვალა, თუმცა თამაშების დასრულების შემდეგ ყველა იაპონელთა გამარჯვების გოლზე საუბრობდა, რომელიც აო ტანაკამ გაიტანა.

გულშემატკივრების მთავარი კითხვა : რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ამ გოლის ჩათვლა? სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბურთი ტოვებს მოედნის ფარგლებს, თუმცა საქმე ისაა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რაკურს, იმას თუ საიდან შევხედავთ ბურთს. თუ ამ მომენტს გვერდიდან დავაკვირდებით აშკარად ჩანს, რომ ბურთს გადაკვეთილი აქვს ხაზი, თუმცა თუ მომენტს ზემოდან შევხედავთ, ვნახავთ რომ ბურთი გადასული არ არის და გოლი უნდა ჩათვლილიყო.

'კოსტა-რიკას გოლის შემდეგ ესპანეთი ისე აღარ გვიტევდა' - უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი გულშინდელ შეხვედრაში?

იაპონიამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

"ჩემთვის ბურთი ნახევრად გადასული იყო, მაგრამ კარგად, რა თქმა უნდა, ვერ დავინახე. მსაჯს რომ გადასულად ჩაეთვალა და გოლი გაეუქმებინა, ამას მივიღებდი.

ყველა ამბობს, რომ სასწაული მოვახდინეთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. უფრო და უფრო აგრესიულად ვთამაშობდით. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ესპანეთი ისე ძალიან აღარ გვიტევდა მას შემდეგ, რაც გერმანია კოსტა - რიკასთან წინ გავიდა. თითქოს გუნდმა დაივიწყა შეხვედრა და ბურთის კონტროლზე გადავიდა"
- განაცხადა მეორე გოლის ავტორმა, აო ტაკანამ.


გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

გერმანიამ თავისი შეხვედრა მოიგო, თუმცა ესპანეთის მარცხმა ფლიკის ბიჭების იმედები საბოლოოდ ამოწურა. ზედიზედ მეორედ კი გერმანია ჯგუფში ჩარჩა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი