დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.
ქართულ მედიაში ვრცელდება დინამო არენას ტაბლოზე გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველო სომხეთს ღირსეული სიტყვებით დახვდა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - წერია ფოტოზე.