"შეიძლება ნაკრებში ორივემ ერთად ვითამაშოთ" - რას ამბობს ხვიჩა თავის ძმაზე » სპორტის ხაზი

"შეიძლება ნაკრებში ორივემ ერთად ვითამაშოთ" - რას ამბობს ხვიჩა თავის ძმაზე

"შეიძლება ნაკრებში ორივემ ერთად ვითამაშოთ" - რას ამბობს ხვიჩა თავის ძმაზე
23-03-2025, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.

მატჩამდე პრესკონფერენცია ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გამართეს, კვარამ კი ერთ-ერთ მონაკვეთში თავის ძმა თორნიკეზე ისაუბრა.

ჩემს ძმას თორნიკეს რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში, მე ვუსურვებდი, რომ საამისოდ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მას აქვს თვისებები რომ პროფესიონალი მოთამაშე გახდეს. შეიძლება ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ.

- თქვა ხვიჩამ.

თორნიკე კვარაცხელია 14 წლის გახლავთ და დინამოს აკადემიის წევრია. ის 16-წლამდე ნაკრებშიცაა გამოძახებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი