მოგეხსენებათ, 12 წლის წინ, 2013 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ბევრი გულშემატკივრის აზრით, აღნიშნული ჯილდო ფრანკ რიბერის ეკუთვნოდა, რომელმაც ამაზე კომენტარი გააკეთა:
2013 წლის ოქროს ბურთი ჩემთვის დღემდე უსამართლოა, რადგან არ ვიცი თუ რატომ გადაწიეს ხმის მიცემის თარიღი 2 კვირაზე მეტით. ამაზე პასუხებს დღემდე ველი, რომლებიც არ მიმიღია.
- თქვა რიბერიმ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ 2 კვირაში კრიშტიანუ რონალდუმ შვედეთს მსოფლიოს საკვალიფიკაციოს დასკვნით ორ თამაშში 4 გოლი გაუტანა და ბევრის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია მისთვის ოქროს ბურთის გადაცემა.