საქართველოს პირველ არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში, სომხეთის ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩზე, უცხოელი დამსწრეების რაოდენობის ახალი რეკორდი დაამყარეს.
უცხოელი გულშემატკივრების ყველაზე დიდი რაოდენობა 2022 წლის 14 ივნისს, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მატჩის დროს ფიქსირდებოდა, როდესაც სომხეთის ნაკრებმა შოტლანდიასთან 1:4 წააგო. იმ შეხვედრას დაახლოებით 1000 შოტლანდიელი მხარდამჭერი ესტუმრა.
20 მარტის მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებისთვის სტადიონზე განსაკუთრებული ტრიბუნა იყო გამოყოფილი. თუმცა, ქართველი ქომაგები მთელ სტადიონზე გადანაწილდნენ და, საერთო ჯამში, 14 ათას მაყურებელზე გათვლილ არენაზე 3 ათასი ქართველი გულშემატკივარი აღმოჩნდა.