კიდევ ერთი უიღბლობა - მარკო როისმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი უიღბლობა - მარკო როისმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

კიდევ ერთი უიღბლობა - მარკო როისმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
18-09-2022, 16:05
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბორუსიამ შინ შალკე მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

მატჩის 32-ე წუთზე, გერმანელთა კაპიტანმა, მარკო როისმა ტრამვა მიიღო და ამ მიზეზით მოედნის დატოვება მოუწია. 33 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ბარძაყის არეში მიიღო და დიდია იმის ალბათობა, რომ როისი კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ასპექტში შემტევ ფეხბურთელს დიდი გამოცდილება აქვს. მარკოს ტრამვის გამო არაერთი ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

ცნობისთვის, გერმანელი ფეხბურთელის მონაგარი მიმდინარე სეზონში, 10 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი