საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრები დაამარცხა. ერევანში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 0:3 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი სომხების თავკაცმა ჯონ ვან ტსხიპმაც გააკეთა.
"დამსახურებული შედეგი დაფიქსირდა, თუმცა სულელური შეცდომებიც დავუშვით და სამი არასაჭირო ეპიზოდი მივიღეთ გოლების სახით.
გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, რადგან სომხეთის ნაკრები ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს - სომხეთი ჯერ საქართველოს ნაკრების დონეზე არაა. ბევრი სამუშაოა გასაწევი და როგორც გულშემატკივრებმა, ასევე ფეხბურთელებემა მოთმინება უნდა გამოიჩინონ", - განაცხადა ჯონ ვან ტსხიპმა.