შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში » სპორტის ხაზი

შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში
20-03-2025, 16:17
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ესპანური კლუბი არ ჩერდება და წარმატებულ სვლას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მე-5 ტურში ტენერიფელები თურქეთში პეტკიმ სპორს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 85:80 დაამარცხეს.

გიორგი შერმადინმა 13 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი, 10 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო და სამქულიანი კი არ უსვრია. ყველაზე შედეგიანი კონსტანტინ კოსტადინოვი იყო: ტენერიფეს ბულგარელმა კალათბურთელმა 22 ქულას მოუყარა თავი.

ტენერიფე ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 5 მოგებით ლიდერია. ბოლო ტურში, 25 მარტს, მტენერიფე ესპანურ მანრესას უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი