ზაფხულში უნდა წავიდეს - დარვინ ნუნიესს ლივერპულში აღარ ენდობიან » სპორტის ხაზი

ზაფხულში უნდა წავიდეს - დარვინ ნუნიესს ლივერპულში აღარ ენდობიან

ზაფხულში უნდა წავიდეს - დარვინ ნუნიესს ლივერპულში აღარ ენდობიან
19-03-2025, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

"კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ დარვინ ნუნიესისთვის ყველაფერი თითქმის დასრულებულია", - წერენ ურუგვაელ ფეხბურთელზე, რომელსაც ლივერპულში აღარავინ ენდობა.

დარვინ ნუნიესი მერსესაიდულ კლუბში უკვე მესამე წელია თამაშობს, თუმცა ურუგვაელი იმ დონის თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან რეალურად ელოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულს მასში 80 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, კლუბის ხელმძღვანელობას მოუწევს იმის აღიარება, რომ ამ ოდენობის თანხა ტყუილად გაიფლანგა, რადგან ნუნიესის ტრანსფერმა აშკარად ვერ გაამართლა.

ჯერჯერობით უცნობია თუ საითკენ აიღებს გეზს დარვინი, თუმცა მისი დღეები ლივერპულში რომ დათვლილია, ამას უკვე ყველა ხვდება.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

მწერალო 80 მილიონი არა 85 მილიონი დაუჯდა ლივერპულს

19 მარტი 2025 21:22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი