გეგმა ცნობილია - როგორ აპირებს პედი პიმბლეტი ილია თოფურიას დამარცხებას » სპორტის ხაზი

გეგმა ცნობილია - როგორ აპირებს პედი პიმბლეტი ილია თოფურიას დამარცხებას

გეგმა ცნობილია - როგორ აპირებს პედი პიმბლეტი ილია თოფურიას დამარცხებას
17-03-2025, 11:19
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლმა და ილია თოფურიას დაუძინებელმა მტერმა პედი პიმბლეტმა ქართველ ჩემპიონზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

"თოფურიაზე ლაპარაკით დავიღალე - ის ნამდვილი სულელია. თავის დროზე ჩემს სახელზე და ცნობადობაზე გამოკიდება რომ არა, UFC-ში არ იქნებოდა იმ ადგილას, სადაც დღესაა.

მინდა ერთ დღეს მასთან დაპირისპირებას ბოლო მოვუღო, მაგრამ ვნახოთ ამისთვის მზად თუ იქნება და ნაბიჯს თუ გადმოდგამს.

ილიას არც ერთ მეტოქეს არ გაუკეთებია ის, რასაც მე გავუკეთებ - ყველა ცდილობს, თოფურიას კრივში აჯობოს და ამიტომ მარცხდებიან, მე კი იდიოტი არ ვარ და ოქტაგონზე მხოლოდ კრივის იმედად არ გავალ
", - განაცხადა პიმბლეტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი