დანიური სუპერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში "კოპენჰაგენი" გასვლაზე "ვიბორგს" ესტუმმრა და 2:3 დამარცხდა.
თუმცა, ანგარიშზე მეტად ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ სტუმართაგან ერთ-ერთი გოლის ავტორი გიორგი გოჩოლეიშვილია, რომლისთვისაც აღნიშნული სადებიუტო გამოდგა.
საქართველოს ნაკრების მცველი "კოპენჰაგენის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი თამაში ითამაშა შეუცვლელად; მან გოლი 26-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ტაიმის დასასრულს ლარსონმა სტუმრების ლიდერობა გაამყარა.
თუმცა, „ვიბორგმა“ მეორე ტაიმში ბრძოლა გააძლიერა, 3 უპასუხო გოლის გატანით თამაშის შედეგი შეცვალა და დედაქალაქელებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.