ზამორანოს რეკორდზე მიდის - კილიან მბაპეს მშვენიერი სტარტი რეალში » სპორტის ხაზი

ზამორანოს რეკორდზე მიდის - კილიან მბაპეს მშვენიერი სტარტი რეალში

ზამორანოს რეკორდზე მიდის - კილიან მბაპეს მშვენიერი სტარტი რეალში
16-03-2025, 12:53
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლისას იყო საუბრები, რომ ის და ვინისიუსი პოზიციებს ვერ გაიყოფდნენ, რაც თამაშში ხელს ორივეს შეუშლიდა, თუმცა სიტუაცია ახლა დასტაბილურებულია და ფრანგი ფორვარდი მშვენივრად გამოიყურება.

გუშინ მბაპემ ლა ლიგაში მორიგი გოლები გაიტანა, საბოლოო ჯამში კი რეალის 9 ნომერს ყველა ტურნირზე 29 გოლი აქვს გატანილი.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ფრანგ შემტევს კიდევ 7 გოლი სჭირდება იმისათვის, რათა ივან ზამორანოს რეკორდი დაამხოს მადრიდის რეალში, სადებიუტო სეზონში ყველაზე მეტი ბურთის გატანის თვალსაზრისით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი