"გადაწყვეტილება მხოლოდ 45 წამში მიიღეთ" - ატლეტიკოს წერილი უეფას » სპორტის ხაზი

"გადაწყვეტილება მხოლოდ 45 წამში მიიღეთ" - ატლეტიკოს წერილი უეფას

"გადაწყვეტილება მხოლოდ 45 წამში მიიღეთ" - ატლეტიკოს წერილი უეფას
14-03-2025, 21:51
Aa Aa
გაზიარება:

ატლეტიკო რეალთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოვარდნას ვერ ივიწყებს. კლუბმა უეფას ასეთი წერილით მიმართა:

ვიცით, რომ VAR-ის შეცდომა საბოლოო შედეგს არ შეცვლის. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად მკაფიოა შეცდომა, საბოლოო ანგარიში იგივე დარჩება, თუმცა ის ჩვენზე ცუდად აისახა. ამ შეცდომამ დაამსხვრია უამრავი გულშემატკივრის იმედი და ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა.

ერთი ისაა, რომ არცერთ კამერაში არ ჩანს თითქოს ბურთი დარტყმამდე მკაფიოდ იცვლის ადგილმდებარეობას. გარდა ამისა, ვიდეორეფერი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა აქტიურდებოდეს, თქვენ კი გადაწყვეტილება მხოლოდ 45 წამში მიიღეთ.

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ გასამართლებელი მიზეზების ძიება ჩვენს დნმ-ში არასდროს ყოფილა. ახლა მომავალზე და ბარსელონასთან თამაშზე ვკონცენტრირდებით.

- წერს ატლეტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი