რიგით მესამე ქართველი შალკეში? - გაიცანით ტალანტი ნიკოლოზ ჩიქოვანი » სპორტის ხაზი

რიგით მესამე ქართველი შალკეში? - გაიცანით ტალანტი ნიკოლოზ ჩიქოვანი

რიგით მესამე ქართველი შალკეში? - გაიცანით ტალანტი ნიკოლოზ ჩიქოვანი
გუშინ, 20:03
Aa Aa
გაზიარება:

Crystalsport-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის 17 წლის გარემარბი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ქალაქ გელზენკირხენშია და შალკეს წარმომადგენლები მის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მამასთან და მენეჯერთან ერთად შალკეს სამომავლო გეგმებს ამ წუთებში ეცნობა, გადაწყვეტილების შესახებ კი ცნობილი სულ მალე გახდება.

ახალგაზრდა შემტევი მოთამაშე დინამო თბილისის პირველ გუნდში ახლახანს დააწინაურეს. სხვათა შორის, ჩიქოვანს თამაშის სტილით ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ.

ნიკოლოზი 18 წლის ივნისის თვეში ხდება. ის საკმაოდ მაღალია (188სმ) და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება უკვე მიღებული აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი