პაპუნა ჭიქაბერიძე ექვსი ერის ფესტივალს იმსაჯებს » სპორტის ხაზი

პაპუნა ჭიქაბერიძე ექვსი ერის ფესტივალს იმსაჯებს

პაპუნა ჭიქაბერიძე ექვსი ერის ფესტივალს იმსაჯებს
14-03-2025, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მსაჯების წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე უწყვეტად გრძელდება და მსოფლიო რაგბი თუ რაგბი ევროპა მათ სულ უფრო ხშირად ანდობს მნიშვნელოვანი თამაშების გაძღოლას.

10 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი ვიში ექვსი ერის ფესტივალს უმასპინძლებს და იქ საქართველო გუნდის გარდა მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი. ამჯერად ტურნირის ორგანიზატორებმა მოედნის მსაჯის სტატუსით 28 წლის პაპუნა ჭიქაბერიძე მიიწვიეს.

მანამდე ის საბა აბულაშვილთან (მოედნის მსაჯი) და შოთა თევზაძესთან ერთად ლისაბონში გაემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის შეხვედრას (პორტუგალია - რუმინეთი) განსჯის.

„ექვსი ერის ფესტივალზე ქართველი მსაჯების მიწვევა მთლიანი სამსაჯო კორპუსის წარმატებაა. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა, მიმაჩნია, რომ ამოცანას თავს კარგად გავართმევ და ეს კარიერულ წინსვლაში დამეხმარება. უკვე რამდენიმე წელია რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებს ვმსაჯობ, ყოველთვს კარგ შეფასებებს ვიღებდი და უფრო მაღალ დონეზე მიმიწვიეს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში სხვა ქართველ მსაჯებთან ერთად დიდ ექვს ერშიც დამიძახებენ. ჩემის მხრივ თავს არ დავზოგავ, რათა ჩვენი ქვეყანა და სამსაჯო კორპუსი ვასახელო“ - ამბობს ჭიქაბერიძე.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი