რაგბი 7 | რაგბი ევროპის ჩემპიონატს მაკარსკა და ჰამბურგი უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

რაგბი 7 | რაგბი ევროპის ჩემპიონატს მაკარსკა და ჰამბურგი უმასპინძლებს

რაგბი 7 | რაგბი ევროპის ჩემპიონატს მაკარსკა და ჰამბურგი უმასპინძლებს
14-03-2025, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები ივნისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება.

პირველ ეტაპს 13-15 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, მეორე ეტაპი კი 27-29 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

რაგბი ევროპის ეგიდით, სხვადასხვა დივიზიონებსა და ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე ქვიშის რაგბიში, 19 ტურნირი გაიმართება, რომელსაც 8 ქვეყანა უმასპინძლებს და ჯამში 176 სხვადასხვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 7-კაცა კვლავ ეცდება მსოფლიოს ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებას, 7-ქალა კი ჩემპიონატში წელს პირველად ითამაშებს. ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა ელიტის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვეს. ჩვენი გუნდების მეტოქეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი