საბა ჩილაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ქართველმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს შეხვედრაში სომეხი რაზმიკ ქურდიანი დაამარცხა.
როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ჩილაშვილი ტურნირზე ტრავმით ასპარეზობდა.