არაერთი წყაროს მტკიცებით, მადრიდის რეალი ზაფხულისთვის დაცვის გაძლიერებას და ლონდონის არსენალიდან უილიამ სალიბას დამატებას გეგმავს.
როგორც ჩანს, საპირისპირო აზრზეა თავად ფეხბურთელი. არსენალის ფრანგი მცველის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს.
არსენალში ძალიან ბედნიერი ვარ. ამ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 2.5 წლით მაკავშირებს და მსურს, რომ თამაში აქ გავაგრძელო.
- თქვა სალიბამ.
უილიამ სალიბა არსენალში 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს. 23 წლის მცველი იქამდე სენტ ეტიენში, ნიცასა და მარსელში გამოდიოდა.