ბრინჯაოს მედალი საქართველოს | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო » სპორტის ხაზი

ბრინჯაოს მედალი საქართველოს | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო

ბრინჯაოს მედალი საქართველოს | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო
11-03-2025, 02:00
Aa Aa
გაზიარება:

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ბოლო დღეს, მედლები განაწილდა ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ).

ტურნირის ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ), სძლია უკრაინელ მეტოქეს, ოლინიკს, და გუნდს ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სანდრო ყურაშვილი (92 კგ)აც მონაწილეობდა, თუმცა მან აზერბაიჯანელ მოჭიდავესთან წააგო.

აღსანიშნავია, რომ ამ დღემდე, ჩვენმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მედალი იყო მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის მეორე ადგილზე გავიდა.

ხვალ, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე შეჯიბრებას ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები დაიწყებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი