ლივერპულამდე რეპეტიცია გავლილია - პარიზმა რენი გაანადგურა » სპორტის ხაზი

ლივერპულამდე რეპეტიცია გავლილია - პარიზმა რენი გაანადგურა

ლივერპულამდე რეპეტიცია გავლილია - პარიზმა რენი გაანადგურა
8-03-2025, 22:05
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ რენი გასვლაზე 4:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლივერპულთან განმეორებითი მატჩისთვის ლუის ენრიკემ თითქმის მთელი გუნდი დაასვენა, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით მოიგო.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას სათამაშოდ ბოლო 20 წუთი მიეცა. კვარა აღნიშნულ დროში საკმაოდ აქტიური იყო და ერთხელ დემბელე ცარიელ კართანაც დატოვა, თუმცა ფრანგმა შემტევმა ბურთი ჩარჩოს კურიოზულად ააცილა.

საბოლოო ჯამში ქართველ ფეხბურთელს 7.2 ქულა დაუწერეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი