როგორც უკვე იცით, ქართველმა UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, თავად კი ერთი დივიზიონით მაღლა ავიდა.
ახლა თოფურიას გამოთავისუფლებულ ქამარზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, რაზეც ილიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
არ ვიცი, რა ვთქვა ჩემი ბავშვების მომავალზე. მათ ქამრის სახით გასართობი დავუტოვე, რადგან მათ უფრო სჭირდებათ ახლა ის, ვიდრე მე. წარმატებებს ვუსურვებ ორივეს, თუმცა ყველამ იცის თუ ვინ არის ამ დივიზიონის მეფე.
- თქვა თოფურიამ.
თავად ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა თავად ქართველს ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ქამარზე ჩხუბი სურს.