რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის ტორპედომ სოციალურ ქსელში დაადასტურა ახალი ფეხბურთელის დამატების შესახებ.
19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჯონათან დოს სანტოსმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.
დოს სანტოსი რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო ესპანური შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩებში, სადაც 2 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის, კლუბ „იტუანოს“ (სერია B) ღირსებას იცავდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
- წერს ტორპედო.