იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო კაზოლინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ღიმილი კვლავ დავინახეთ.
ნაპოლიში ის დეპრესიაში იყო და ცხადია ეკონომიკურმა საკითხმაც გარკვეული ფაქტორი ითამაშა ამაში - წარმოიდგინეთ, 1.2 მილიონიდან უეცრად 9 მილიონამდე ნახტომი გააკეთა. მართალია ფულს ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ამასთან მაინც ახლოსაა...
გარდა ამისა, პარიზის ქუჩებში ის ზეწოლა არ აქვს, რაც ნეაპოლში ჰქონდა.
ნეაპოლში ყოფნისას ვნახე ფეხბურთელები, რომლებიც სასადილოდაც კი ვერ გადიოდნენ გარეთ, მათთვის კინოში წასვლაც კი ურთულესი იყო", - განაცხადა კაზოლინიმ.