18-წლამდელთა B ლიგაში "თბილისი ბასკეტი" და "რუსთავი" გალიდერდნენ » სპორტის ხაზი

18-წლამდელთა B ლიგაში "თბილისი ბასკეტი" და "რუსთავი" გალიდერდნენ

18-წლამდელთა B ლიგაში "თბილისი ბასკეტი" და "რუსთავი" გალიდერდნენ
8-03-2025, 03:22
Aa Aa
გაზიარება:

18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის გათამაშება 12 თებერვალს დაიწყო და უკვე გუნდების უმეტესობა 3-3 მატჩი მოილია. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, სადაც მონაწილე 24 გუნდში ლიდერები რუსთავი 2 და თბილისი ბასკეტი 2 არიან. ორივე მათგანმა 3 მატჩიდან ყველა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ B ლიგაში მონაწილე გუნდები A ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან, თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც უმაღლესში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ, მაღლა ვერ აინაცვლებენ. დებულების თანახმად, A ლიგაში თითოეულ საკალათბურთო სკოლას ერთი წარმომადგენელი შეიძლება ჰყავდეს. შესაბამისად, აღნიშნული გუნდები (რუსთავი 2 და თბილისი ბასკეტი 2) უმაღლესში ვერ გადავლენ (თუ მათი სკოლის წარმომადგენელი ამ სეზონის ბოლოს არ დაქვეითდება). თუმცა ამ და სხვა გუნდების მოტივაცია B ლიგაში საპრიზო ადგილების დაკავებაა.

დღეს, რუსთავმაც და თბილისი ბასკეტმაც იოლი გამარჯვებები მოიპოვეს და თავიანთ ჯგუფებში ლიდერობა გაიმყარეს. შეგახსენებთ, რომ 24 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრეს ჩაატარებს. შესაბამისად, თითოეული გუნდი ჯგუფში 10 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პლეი ოფში გავა.

- ვკითხულობთ gbf-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი