ირაკლი ეგოიანი "ვიტესის" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ნიდერლანდების პირველი დივიზიონის 29-ე ტურში, სადაც მისმა გუნდმა "ეინდჰოვენ იუნგთან" უხვგოლიანი ფრე, 3:3, ითამაშა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მატჩში ანგარიში გახსნა მე-8 წუთზე, შემდგომში კი 32-ე წუთზე საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
შეხვედრაში ეგოიანმა უმაღლესი შეფასება — 8,1 ქულა — დაიმსახურა.
მიუხედავად კარგი თამაშისა, "ვიტესი" მძიმე ვითარებაშია. ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუნდს 27 ქულა ჩამოერთვა, რის გამოც კლუბი, ახლა ცხრილის ბოლო საფეხურზეა. "ვიტესი" რანგით მესამე ლიგაში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას.