საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში "ვიტესის" მაისურით "იონგ აიაქსს" გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
20 წლის ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა და კარგი თავური დარტყმაც 68-ე წუთზე შეასრულა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა.
იხილეთ ვიდეო: