"დინამო თბილისის" განაცხადის საშუალო ასაკი ეროვნული ლიგის პირველ ტურში წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ 19.4 წელი იყო
ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიგის მატჩში გუნდის განაცხადის ყველა ფეხბურთელი დინამოს აკადემიის აღზრდილი გახლდათ.
დედაქალაქელთა განაცხადს, როგორც ჯაბა კანკავა, ასევე სხვა ახალწვეულები მომდევნო მატჩიდან, ფოთის "კოლხეთი 1913-ის" წინააღმდეგ, 10 მარტს დაუბრუნდებიან. - ვკითხულობთ ჯეო თიმზე.