ლეო მესიმ მექსიკელ მოკრივეს პასუხი გასცა » სპორტის ხაზი

ლეო მესიმ მექსიკელ მოკრივეს პასუხი გასცა

ლეო მესიმ მექსიკელ მოკრივეს პასუხი გასცა
1-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, არგენტინისა და მექსიკის თამაშის დასრულების შემდეგ, ინტერნეტი არგენტინელთა გასახდელში გადაღებულმა კადრებმა მოიცვა, სადაც ჩანს, რომ მექსიკის მაისური დაბლა აგდია, მასზე კი ფეხბურთელები, მათ შორის ლიონელ მესი ფეხს აბიჯებს.

ამ ფაქტმა, მექსიკელი მოკრივისა და მსოფლიო ჩემპიონის, საულ ალვარესის გულისწყრომა გამოიწვია, რომელიც ლეო მესის ცემით დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ ლეოს დასაცავად ალვარესმა პასუხი არაერთი ცნობილი ადამიანისგან მიიღო, კომენტარი თავად არგენტინელმაც გააკეთა:

"ეს მხოლოდ გაუგებრობაა, რადგან ვინც მიცნობს, მან კარგად იცის, რომ ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და ასეთ რამეს არასდროს ვიკადრებდი. ეს კადრები გადაღებულია გასახდელში, სადაც ნივთებს უბრალოდ ვტოვებთ."

"არ ვფიქრობ, რომ მექსიკელებისთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან მათ მიმართ არანაირი უპატივცემულობა არ გამომიჩენია." - თქვა მესიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი