გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ლივერპულს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, ლუის ენრიკეს გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.
განმეორებითი მატჩის წინ, სუპერკომპიუტერი საპასუხო შეხვედრის სავარაუდო ანგარიშს აქვეყნებს.
მისი ვერსიით, ლივერპული საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, 2-1 მოიგებს.
მოგების პროცენტული მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:
პსჟ - 28%
ფრე - 40%
ლივერპული - 32%
ცნობისთვის, განმეორებითი შეხვედრა ენფილდზე 11 მარტს გაიმართება.