"გოლისთვის ყველაფერი გაიღო" - როგორ აფასებენ ფრანგები კვარას თამაშს » სპორტის ხაზი

"გოლისთვის ყველაფერი გაიღო" - როგორ აფასებენ ფრანგები კვარას თამაშს

"გოლისთვის ყველაფერი გაიღო" - როგორ აფასებენ ფრანგები კვარას თამაშს
დღეს, 01:42
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ 77 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მწვრთნელმა ქართველის ნაცვლად თამაშში გონსალუ რამუში ჩართო.

უნდა ითქვას, რომ კვარა მთელი თამაში აქტიურობდა და პსჟ-ის შეტევიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო, - 7.8. ქართველმა გოლის გატანა არაერთხელ სცადა და ერთხელ შეძლო კიდეც, თუმცა ის დასანანად თამაშგარის გამო გაუქმდა.

აი, რას წერენ ფრანგები უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე:

"შეტევიდან დღეს ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, გოლის ეპიზოდში კი უბრალოდ არ გაუმართლა"

"გოლის გასატანად ყველაფერი გაიღო, მაგრამ ალისონი გაუვალი აღმოჩნდა"

"ბურთი ერთი ფეხიდან მეორეზე შესანიშნავად გადააქვს, საოცარი ტექნიკა აქვს"

"სულ ცოტაც და ხვიჩა კვარაცხელია ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდება"

"ვერც კი ვიჯერებ, რომ კვარას ამდენი მცდელობიდან გოლი არცერთით დასრულდა"

"ხვიჩას დღეს არაფერი დაეწუნებოდა, სამწუხაროდ იღბალმა გვიმტყუნა", - წერენ პარიზელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი