ფრანგული სენტ-ეტიენის ახალგაზრდა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"საფრანგეთში გრაფიკი საკმაოდ მკაცრია - მაღაზიები ადრე იხურება და ზოგჯერ, შეიძლება ლანჩის შესვენების დროსაც კი დაგხვდეს დაკეტილი. აქ ჩამოსვლის შემდეგ, ყველაზე მეტად ამან გააკვირვა, დაახლოებით 4-5 დღე დასჭირდა, რომ ამ ყველაფერს შეგუებოდა", - განაცხადა ზურიკომ.
ცნობისთვის, პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი 2 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.