საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფრანგული სენტ-ეტიენის შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ადგილობრივ გამოცემა Le Parisien-თან ვრცეული ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას მომავალსაც შეეხო.
"კვარა პსჟ-ში? ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ფაქტიურად ძმაა, თუმცა მისი მომავლის თაობაზე ამ დრომდე არ გვილაპარაკია და არც არაფერი კუთიხავს.
ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და საუკეთესო კლუბში თამაშშაც იმსახურებს, როგორებიც რეალი, მანჩესტერი, ლივერპული, პსჟ და სხვები არიან...
ვნახოთ მომავალ ზაფხულში რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიგა 1-ში გადმოსვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან აქ უფრო ღია და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, თანაც კონტრშეტევებზე მეტი სივრცეები რჩება - ერთი ერთზე მასთან მცველებს კი შანსი არ აქვთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას დამატებით არაერთი ევროპული ტოპ კლუბია დაინტერესებული და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ფრანგული პსჟა.