"პსჟ-ს ორ ფეხბურთელს განსაკუთრებული უნარები აქვს" - მამადუ სახო "ლივერპულთან" მატჩამდე » სპორტის ხაზი

"პსჟ-ს ორ ფეხბურთელს განსაკუთრებული უნარები აქვს" - მამადუ სახო "ლივერპულთან" მატჩამდე

"პსჟ-ს ორ ფეხბურთელს განსაკუთრებული უნარები აქვს" - მამადუ სახო "ლივერპულთან" მატჩამდე
7-03-2025, 02:52
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-სა და „ლივერპულის“ პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, „ტორპედო ქუთაისის“ ფეხბურთელმა მამადუ სახომ ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში განმეორებით შეხვედრასა და პარიზული კლუბის პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ენფილდი არაა ჩვეულებრივი სტადიონი — ეს გლადიატორთა არენაა, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც არაფერს ჰგავს" - აღნიშნავს სახო

"90 წუთის განმავლობაში ნამდვილი სპექტაკლი და დიდი ბრძოლა გველის, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ გაურკვეველია."

"ლივერპულმა" პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა, მაგრამ "პსჟ-ს" მომდევნო ეტაპზე გადასვლის ძლიერი შანსი აქვს, თუ გააცნობიერებენ, რა გამოწვევა ელით ინგლისში და როგორი ატმოსფერო დახვდებათ გულშემატკივართა მხრიდან.“

სახო გამოყოფს პსჟ-ს ლიდერებს — მარკინიოსსა და დემბელეს: "ეს გამოცდილი ფეხბურთელები გააჩნიათ უნარს, გაუმკლავდნენ ენფილდის ზეწოლას. მათი გამოცდილება და ლიდერული თვისებები შეიძლება გახდეს გუნდის წარმატების გასაღები"

"პსჟ-სა" და „ლივერპულის“ განმეორებითი მატჩი 2025 წლის 11 მარტს, თბილისის დროით 23:55-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი