"ფინტები ყველამ იცის, მაგრამ.." | რას წერს ქართველი პოლიტიკოსი ხვიჩაზე? » სპორტის ხაზი

"ფინტები ყველამ იცის, მაგრამ.." | რას წერს ქართველი პოლიტიკოსი ხვიჩაზე?

"ფინტები ყველამ იცის, მაგრამ.." | რას წერს ქართველი პოლიტიკოსი ხვიჩაზე?
1-12-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

პოლიტიკოსი ანდრო ბარნოვი თავის სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ქართველი ფეხბურთელის იმ თვისებებს გამოარჩევს, რის გამოც ხვიჩა ყველას ასე ძალიან უყვარს:

"დილის მადლი გეწეოდეთ და, აბა, მოვიდა დილის სიბრძნე: კვარაცხელიასი რა მოწონს ყველას? ფინტები ბევრმა იცის, მაგრამ ამ ბიჭს ის გამოარჩევს, რომ სახით კარისკენაა სულ. როგორც კი ბურთს მიიღებს, მაშინვე კარისკენ მიიწევს, და ხარისხიანად მიიწევს! ანუ, ხასიათიც აქვს და პროფესიონალიზმიც. ყველა საქმე ეგრეა. მიზანზე თუ არ ხარ ორიენტირებული, იქნები მაჩანჩალა. მაგრამ მარტო მიზანი არ კმარა. ტრა*იც (ანუ ხედვაც) უნდა მოგყვებოდეს. ხედვა თუ არ გივარგა, მიზანსაც ბუნდოვნად ხედავ. ესაა აქ მთავარი. არ მინდა ახლა სახელები და გვარები ისევ. პირადად არავის ვერჩი და დამღალა ამისტების და იმისტების კაკაფონიამ. მაგრამ ამას დაუკვირდით ყველა, რომ ბურთს რომ მიიღებს ლიდერი, კარს უნდა ხედავდეს და აუცილებლად კარისკენ უნდა იმოძრაოს. ვისაც ეს არ შეუძლია, ვისაც წარსულში ბევრჯერ მიუღია ბურთი, მაგრამ მოწინააღმდეგის ნაცვლად ხანდახან საკუთარშიც კი გაუტანია (ჩვენი მერის დედა როგორაა ამასობაში), ის არასოდეს არაფრად ივარგებს და სხვებსაც გაგვიყოლებს .ვისაც ხედვა არ აქვს, იმას კი სულ ნუ მისცემთ ბურთს. მარტო წინ თუ დარბის, უბურთოდ ირბენს და დაცვაშიც არ მოგვეხმარება. ბურთის მიღებასაც პოზიციის შერჩევა უნდა. სულ ეს იყო. აბა, კარგ დღეს გისურვებთ ყველას!" - წერს ბარნოვი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი