ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა OPTA-მ ინგლისის ჩემპიონშიპის საინტერესო სტატისტიკები შემოგვთავაზა, ერთ-ერთ მათგანში კი გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერობს.
როგორც ირკვევა, ჩემპიონშიპში საქართველოს ნაკრების ლიდერი პირველ პოზიციას იკავებს იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ბურთთან ერთად ყველაზე დიდი დისტანცია აქვთ დაფარული.
OPTA-ს ცნობით, ჩაკვეტაძემ ბურთთან ერთად 5477 მეტრი დაფარა, მეორე ადგილოსან ჯო როდონს კი ჩაკვე ლამის 1 კილომეტრით უსწრებს.
ცნობისთვის, 25 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.