ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხა. პარიზელთა მეორე გოლი კი ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.
შეხვედრის შემდეგ მეტოქე გუნდის პოლონელმა მცველმა, მეტი ქეშმა კვარაზე ისაუბრა.
"მეტოქის წნეხმა ძალიან დაგვასუსტა რაც შედეგზე აისახა. სამწუხარო გოლი გავუშვით. ხვიჩაზე ვიტყვი, რომ ის ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქეა, ვის წინააღმდეგაც მითამაშია"
- ამბობს ქეში.