"ლივერპულისა" და "ევერტონს" შორის გამართულ დერბის შემდეგ, რომელიც 2:2 დასრულდა, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯობის გამო და მაიკლ ოლივერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ოლივერმა ნიდერლანდელი სპეციალისტი წითელი ბარათით დასაჯა, რის შემდეგაც ფეხბურთის ასოციაციამ სლოტს 70 000 ფუნტიანი ჯარიმა და ორ მატჩში მონაწილეობის აკრძალვა მიუსაჯა.
ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სლოტმა ოლივერს განუცხადა: "იმედია, ამაყობ შენი მსაჯობით... ჯანდაბა! თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ეს შენი ბრალი იქნება!“
გაძევებამდე, სლოტმა გვერდითა მსაჯს "სამარცხვინო" უწოდა, რაც საბოლოოდ მის დისკვალიფიკაციას შეუწყო ხელი.
ამ დროისთვის „ლივერპული“ პრემიერ ლიგის ლიდერია და 67 ქულით ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მეორეადგილოსან „არსენალს“ 13 ქულით ჩამორჩება, თუმცა ლონდონელებს ერთი მატჩი რეზერვში აქვთ.