ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს ბენფიკა 5 მარტს, საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" ითამაშებს
შეხვედრას ლისაბონელები მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან.
"არწივებს" არგენტინელი ვარსკვლავი, ანხელ დი მარია და პორტუგალიელი საყრდენი, ფლორენტინო ლუისი ვერ დაეხმარებიან.
პორტუგალიელთა თავკაცის, ბრუნო ლაჟის ინფორმაციით, გუნდში მოთამაშეების დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ ელიან.