ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი", ხვალ, 5 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური შეხვედრის ეგიდით "ლივერპულს" შეხვდება, მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.
მატჩამდე პარიზელთა თავკაცი ლუის ენრიკე მედიასთან საუბარში სხვადასხვა თემას, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
"შეტევაში ჩემს ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას. მას შეუძლია მარცხენა და მარჯვენა პოზიციაზე თამაში, ასევე ცხრა ნომერზე და ნახევარდაცვაშიც. ის განსხვავებული სტილის ცხრიანია, რომელიც ერთი-ერთზე ძალიან სახიფათო ფეხბურთელია"
- ამბობს ენრიკე.