ხვალ, ჩვენი დროით 23:45-ზე საფრანგეთის ჩემპიონატში დიდი მატჩი გაიმართება, სადაც ლიონი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.
მატჩამდე პარიზელთა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.
რატომ დავიმატეთ კვარაცხელია? - იმიტომ, რომ მთავარი მიზანი გუნდის ძლიერი ფეხბურთელით შევსება იყო. ჩვენს გუნდში ადგილის დამკვიდრება რთულია, რადგან ეს ძლიერი ფეხბურთელები ერთმანეთის კონკურენტები არიან.
- თქვა ენრიკემ.
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზელთა რიგებში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.