"თქვა რამე კვარამ ლივერპულთან შეხვედრაზე?" - რას პასუხობს ჟურნალისტს ჟოაო ნევესი » სპორტის ხაზი

"თქვა რამე კვარამ ლივერპულთან შეხვედრაზე?" - რას პასუხობს ჟურნალისტს ჟოაო ნევესი

"თქვა რამე კვარამ ლივერპულთან შეხვედრაზე?" - რას პასუხობს ჟურნალისტს ჟოაო ნევესი
4-03-2025, 17:26
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 23:55-ზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი 1/8-ფინალურ სტადიაზე არნე სლოტის ლივერპულს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია ჟოაო ნევესთან ერთად გამართა, რომელთანაც Setanta Sports-ის ქართველ ჟურნალისტს ასეთი დიალოგი ჰქონდა:

კითხვა - "გამარჯობა ჟოაო, მე საქართველოდან ვარ. კვარამ ადრე უკვე ითამაშა ლივერპულის წინააღმდეგ. მოგცათ თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია მან ამასთან დაკავშირებით?"

პასუხი - "ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც ძალიან კარგი სათამაშო ხარისხი აქვს. მის წინააღმდეც მაქვს კიდევაც ნათამაშები ევროპის ჩემპიონატზე და ის მშვენიერი ფეხბურთელია."

როგორც ჩანს, ჟოაო ნევესმა კონკრეტული საუბრის გამჟღავნებისკენ თავი შეიკავა, თუმცა ქართველი მართლაც შესანიშნავად დაახასიათა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი