ლივერპულთან პენალტებისთვის ემზადებიან? - რა თქვა ლუის ენრიკემ » სპორტის ხაზი

ლივერპულთან პენალტებისთვის ემზადებიან? - რა თქვა ლუის ენრიკემ

ლივერპულთან პენალტებისთვის ემზადებიან? - რა თქვა ლუის ენრიკემ
გუშინ, 21:06
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ლივერპულს დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 და 12 მარტს გაიმართება.

იქამდე კვარას გუნდს ხვალ ღამით სათასო თამაში ელის, თუმცა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ კომენტარი ლივერპულზეც გააკეთა.

ვემზადებით თუ არა პენალტებისთვის? ჩვენ ვარჯიშებზე ყველაფრისთვის ვემზადებით, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ 11-მეტრიანებამდე საქმეს არ მივიყვანთ.

ჯერ თასზე ვფიქრობთ, თუმცა ლივერპულისთვისაც გვაქვს გეგმა მზად. მთავარია, რომ გუნდი კონკურენტული იყოს განურჩევლად იმისა თუ ვის ვეთამაშებით.

- თქვა ენრიკემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი