დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერ გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა.
აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მსაჯების მიმართ უპატივცემულობის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემთხვევაში შერმადინი 2 შეხვედრას გამოტოვებს და სოლიდურ ჯარიმასაც გადაიხდის.
ირკვევა ისიც, რომ გიორგი შერმადინი ამ ეტაპზე დამატებით ჯარიმას მაინც გადაიხდის, მისი ოდენობა კი 10 ათასი ევრო იქნება.
ეს ყველაფერი 5 თებერვალს „მანრესასთან“ მატჩში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. პირველ მეოთხედში მსაჯების მოქმედებებმა გიორგი წყობილებიდან გამოიყვანა და დისკვალიფიკაცია მიიღო.