საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრებს მთავარი ლიდერი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრებს მთავარი ლიდერი გამოაკლდა

საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრებს მთავარი ლიდერი გამოაკლდა
3-03-2025, 22:36
Aa Aa
გაზიარება:

სომხეთის ნაკრებს, რომელიც უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსთან სათამაშოდ ემზადება, (20 და 23 მარტი) ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.

მეზობელი ქვეყნის გუნდმა ტრავმის გამო ედუარდ სპერციანი დაკარგა, რომელმაც მუხლი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით 4 კვირა ვერ ითამაშებს და შესაბამისად, საქართველოსთან ორივე მატჩს გამოტოვებს.

24 წლის ნახევარმცველი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან ირიცხება და 32 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. იგი "კრასნოდარში" ასპარეზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი