VIDEO: პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრების რეაქცია, როდესაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შესახებ გაიგეს » სპორტის ხაზი

VIDEO: პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრების რეაქცია, როდესაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შესახებ გაიგეს

VIDEO: პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრების რეაქცია, როდესაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შესახებ გაიგეს
1-12-2022, 01:07
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მესამე ეტაპის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს არგენტინა და პოლონეთი უპირისპირდება.

არგენტინა აქტიურად უტევს მეტოქეს, თუმცა სკალონეს ბიჭებს იდეალური შანსი თერთმეტმეტრიანის წყალობით შეექმნათ. მესიმ პენალტი დაარტყა, თუმცა შესნიმ მოიგერია და პოლონეთი მორიგ ჯერზე გადაარჩინა.

თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე მაკალისტერმა ლამაზი გოლის გატანა მოახერხა და არგენტინის ნაკრები პოლონეთის წინააღმდეგ დააწინაურა.

67-ე წუთზე ხულიან ალვარესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წაგების მიუხედავად პოლონელებისთვის მთავარი მექსიკისა და საუდის არაბეთის თამაში იყო, სადაც მექსიკელები ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანს, თუმცა ბოლო წამებზე არაბებმა მოახერხეს გოლის გატანა, რითიც მექსიკა ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე გულწრფელი კი პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრების ემოციები იყო - იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი