რეალ მადრიდის ყოფილმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ სამეფო კლუბის დატოვების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
"ფლორენტინო პერესი იყო პირველი ადამიანი, ვისაც დავურეკე, როცა მადრიდის რეალის დატოვება გადავწყვიტე.
მას კარგად არ ესმოდა.. მე კიდევ ავუხსენი, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები, ვინისიუსი და როდრიგო მზად იყვნენ", - განაცხადა ბენზემამ.
ცნობისთვის, 37 წლის ბენზემამ ალ იტიჰადის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში თავი 31 გოლით და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.