ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური გახდა და ამაზე უკვე მთელი ესპანური პრესა წერს, მათ შორის ადგილობრივი ჟურნალისტი ჰელენა კონდისიც.
"დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ნეიმარის მიზანი ბარსელონაში დაბრუნებაა. მზადაა დათანხმდეს ყველაზე დაბალ ხელფასს და უფასოდ ზაფხულში ბარსელონაში დაბრუნდეს".
ცნობისთვის, ნეიმარი მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა და 7 მატჩში უკვე 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.