"ლორენცო თუ ბრუნდება, კვარაცხელია აღარც დაგვჭირდება" | რას წერენ ნაპოლის ფანები » სპორტის ხაზი

"ლორენცო თუ ბრუნდება, კვარაცხელია აღარც დაგვჭირდება" | რას წერენ ნაპოლის ფანები

"ლორენცო თუ ბრუნდება, კვარაცხელია აღარც დაგვჭირდება" | რას წერენ ნაპოლის ფანები
30-11-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, დღეს, ნაპოლის სავარჯიშო ბაზაზე მისი ყოფილი მოთამაშე, ლორენცო ინსინიე გამოჩნდა, რომელმაც ძველი თანაგუნდელები და მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მოინახულა.

ცხადია, ინსინიეს ძველ თანაგუნდელებთან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ლორენცო ინსინიეს ნაპოლიში რამდენიმე თვით დაბრუნების შანსი არსებობს, რათა ხვიჩას სრულფასოვანი შემცვლელი გამოუჩნდეს და ქართველმა მეტი დასვენება შეძლოს.

აი, რას წერენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნეაპოლელი გულშემატკივრები:

"ასეთი დაბრუნებები არ ამართლებს ხოლმე"

"ლორენცო კლუბის ლეგენდაა, ის თუ დაბრუნდა, კვარაცხელია აღარც გვჭირდება"

"პატივისცემა ინსინიეს, მაგრამ მისი დრო წავიდა"

"ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მნიშვნელოვან თამაშებში ლორენცოს უფრო ვენდობოდი"

"მიუხედავად იმისა, რომ კვარა ნამდვილი ჯადოქარია, ინსინიეს ადგილი კლუბში ყოველთვის უნდა მოიძებნოს"

"ლორენცოს ხვიჩაზე წინ ვერ დავაყენებ, რადგან კვარას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ მის დაბრუნებას მივესალმებოდი"

"ინსინიე ნაპოლისთვის დიდი ფიგურაა და რატომაც არა? - დაბრუნდეს"

"ინსინიეს ხვიჩას გარდა სხვა ფეხბურთელების დასვენებაც შეუძლია, მისი დაბრუნება გამართლებული იქნებოდა"

"მას ჩვენთვის ბევრი რამე აქვს გაკეთებული და თუ დაბრუნების სურვილი აქვს, შეუძლია, რომ ეს გააკეთოს"

"ხვიჩას დისკომფორტს თუ არ შეუქმნის დაბრუნდეს, ახლა კვარაცხელია ნაპოლიში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ხუმრობთ? - ინსინიე უკვე ძველი დეკადაა, მისი დრო ამოწურულია" - წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ს 4 იანვარს განაახლებს, სადაც ნაპოლი ინტერს საშინაო მოედანზე დღის მიწურულს, 23:45-ზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი