UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ჩეილ სონენმა ილია თოფურიას წონის ცვლილებაზე ისაუბრა და ქართველი მებრძოლის ისლამ მახაჩევთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"თოფურიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქ წონაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ყოველივე ეს ცარუკიანის და ოლივერიას დამარცხებით უნდა გააკეთოს", - განაცხადა სონენმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ წონა შეიცვალა და ზედა დივიზიონში გადაინაცვლა - ქართველი ჩემპიონის გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ სატიტულო ბრძოლას განიხილავს.